logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: სააკაშვილმა სინდისთან ერთად პოლიტიკური ალღოც დაკარგა
- +

2 დეკემბერი. 2021. 17:18

 

 

„სააკაშვილმა სინდისთან ერთად პოლიტიკური ალღოც დაკარგა, რაც დღევანდელმა გამოსვლამ კარგად გვაჩვენა. საზოგადოებამ, პოლიტიკურად გაკოტრებული სააკაშვილი იხილა. გულწრფელად მამძიმებს ის ფაქტი, რომ ასეთი შეუმდგარი, არათანმიმდევრული, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი საქართველოს პრეზიდენტი იყო“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 2 დეკემბრის სასამართლო პროცესს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე.

 

ჩიხელიძის თქმით, პროცესზე სასოწარკვეთილი, საკუთარ ბედს შეგუებული ადამიანი საუბრობდა, რომელმაც გაითავისა, რომ ციხეში მინიმუმ რამდენიმე წლით მოუწევს დარჩენა:

 

„დღეს გავიგეთ, რომ საქართველოს როგორც სახელმწიფო სულ რაღაც 9 წელს ითვლის (2003-დან 2012-მდე). მისი შექმნა კი უკრაინის მოქალაქის დამსახურებაა. სამწუხაროდ სააკაშვილმა კვლავ ვერ დაივიწყა პოპულიზმი და საკუთარი თავის გაკერპების მასტერკლასი შემოგვთავაზა, რომელმაც თურმე საქართველო და უკრაინა სახელმწიფოდ აქცია და უკრაინაში მის მზეს ფიცულობენ.

 

სააკაშვილის მხრიდან თვალში საცემი იყო, სტატისტიკით მანიპულირება. ვურჩევ, სტატისტიკას თავი დაანებოს, რადგან მისი ძლიერი მხარე არ არის. მის დროს ტურისტების რაოდენობა 8 მილიონი არ ყოფილა, ეს ტყუილია, რომელიც მარტივად დასტურდება. ნიშანდობლივია, რომ ვნახეთ აღიარება და დანაშაულის სხვაზე გადაბრალების მცდელობა, ისტორიაში შევა ფრაზა, „სანდრას რატომ არ ასამართლებთ?“ მსგავსი ქმედება პატარა ადამიანებს სჩვევიათ. აღიარა, რომ დააფინანსა საკუთარი შვილის განათლება, ჩაიტარა ბოტოქსის პროცედურები და ა.შ. ერთია, რა თქვა სააკაშვილმა და მეორე - ის მძიმე მდგომარეობა, რომელიც მის სიტყვებში და ქცევაში ჩანდა. დღეს დავრწმუნდი, პროცესზე სასოწარკვეთილი, საკუთარ ბედს შეგუებული ადამიანი საუბრობდა, რომელმაც გაითავისა, რომ ციხეში მინიმუმ რამდენიმე წლით მოუწევს დარჩენა... არ ვიცი რამ აიძულა უკრაინიდან წამოსულიყო, მაგრამ ეს საქართველოს და ქართველი ხალხის სიყვარული ნამდვილად არ ყოფილა“, - აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner