logo_geo
eng_logo
დევნილებსა და ეკომიგრანტებს ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცათ
- +

5 დეკემბერი. 2021. 15:15

 

დევნილებსა და ეკომიგრანტებს სამეწარმეო საქმიანობისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადაეცათ. სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ინვენტარი თავადვე შეარჩიეს.

 

„ამ ეტაპზე, ტექნიკა და ინვენტარი მცირე მეწარმეებსა და პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულებს გადავეცით. სააგენტოს დახმარებით, უკვე ასობით დევნილმა და ეკომიგრანტმა წამოიწყო ან გააფართოვა საკუთარი საქმიანობა, გაუჩნდათ შემოსავლის წყარო, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

 

მიმდინარე წელს, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების ფარგლებში, ჯამში, 400-მდე დევნილი და ეკომიგრანტი დაფინანსდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner