14 იანვარს, 20:00 საათზე, დედაენის ბაღში, თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული „საახალწლო სოფელი“ გრანდიოზული კონცერტით დაიხურება.
კონცერტში მონაწილე შემსრულებლები - მაია ბარათაშვილი, სოფო ხალვაში, ოთო ნემსაძე, ნუკრი კაპანაძე, „ქუჩის ბიჭები“, ეკა დოლიძე, დათო ფორჩხიძე მსმენელის წინაშე პაატა ანდრიაძის ბენდთან ერთად წარსდგებიან და მრავალჟანრობრივ პროგრამას შეასრულებენ, რომელიც ამ საღამოსთვის პროექტის ავტორმა, რუსუდან მორჩილაძემ შეადგინა.
ძველით ახალი წლის მუსიკალურ საღამოზე ასევე, ჯგუფი „The Quintessence“, ანსამბლი „შავნაბადა“ და გიორგი სუხიტაშვილი ოსურ და აფხაზურ სიმღერებს შეასრულებენ.
ღონისძიების წამყვანები ბახვა ბრეგვაძე, თიკა ფაცაცია და ლევან ხურციძე მუსიკალურ ნომრებს წარადგენენ და „საახალწლო სოფლის“ სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ.
მომღერლები და რეპერტუარი: