logo_geo
eng_logo
საკრებულოს შენობის აივნებიდან საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოიფინა
- +

14 იანვარი. 2022. 12:43

 

 

ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს  - საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით,  დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს შენობის  აივნებიდან, საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოიფინა.

 

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით გამართული ღონისძიების ფარგლებში, მოსახლეობას  სახელმწიფო დროშები და საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდა.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ  ნინო ვარდოსანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა და საკრებულოს წევრებმა  მიიღეს.

 

სახელმწიფო დროშის დღე საქართველოს მოსახლეობას საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ მიულოცა. 

 

„ყველას ვულოცავ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა უკვე მეათე წელია აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს შენობის აივნებიდან საქართველოს დროშების გადმოფენა ხდება. ტრადიცია წელსაც არ დაირღვა, რითიც გამოვხატეთ ჩვენი პატივისცემა ქვეყნის   ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს მიმართ.  დარწმუნებული ვარ, რომ ეს თარიღი მომავალშიც ყოველთვის  დიდი სიამაყით აღინიშნება“, - განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.  

 

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით,  2012 წლიდან,  ყოველი წლის 14 იანვარს აღინიშნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner