logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: სააკაშვილის მოსმენის შემდეგ გამიმყარდა განცდა, რომ 2012 წელს საქართველო დიდ ტრაგედიას გადაურჩა
- +

14 იანვარი. 2022. 15:28

 

 

„უყურებ სააკაშვილს და ხვდები, თუ რას გადაურჩა საქართველო. სააკაშვილის მოსმენის შემდეგ გამიმყარდა განცდა, რომ 2012 წელს საქართველო დიდ ტრაგედიას გადაურჩა, ტრაგედიას რომელიც ქართულ სახელმწიფოს და ადამიანს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ხელში ელოდა. სააკაშვილი სრულად დაშორებულია რეალობას, მის განცხადებებში იკითხება ტყუილი და შურისძიება, მას სძულს ყველაფერი რაც სიმართლესთან ასოცირდება და თავი კვლავ შემოქმედი ჰგონია“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე დაპატიმრებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას 13 იანვრის სასამართლო სხდომაზე.

 

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, სააკაშვილი პოლიტიკურად გაკოტრებული ადამიანია, რომელსაც პოლიტიკური მომავალი არ გააჩნია.

 

„სააკაშვილის გამოსვლაში უამრავი „საინტერესო“ ფრაზა იყო, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, მაგალითად ის რომ ბათუმი ააშენა, ანაკლიას ერთ წელში ააშენებდა, საქართველოს საზღვრები შეუქმნა (უნდა ვაღიაროთ, აქ მართალია, ოღონდ ნაწილობრივ, მან საქართველოს საზღვრების კორექტირება იმდაგვარად მოახდინა, რომ საქართველომ ტერიტორია და ათობით სოფელი დაკარგა, აი, ასეთი საზღვრები შექმნა სააკაშვილმა).

 

სააკაშვილის გუშინდელი გამოსვლა შეიძლება შეფასდეს დემაგოგიად, საზოგადოებამ არგუმენტებისგან დაცლილი, არათანმიმდევრული საუბარი მოისმინა, რომელიც ერთადერთ მიზანს საზოგადოების დაცინვას ემსახურებოდა. გუშინ სააკაშვილმა ღიად გვაჩვენა, რომ ის მატყუარა ადამიანია, რომლის ნდობაც არ შეიძლება. სააკაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციამ არჩევნებში სწორედ მისი დამსახურებით გაიმარჯვა. ვეკითხები მის ამომრჩევლებს, ვინ გაიმარჯვა თვითმმართველობის არჩევნებში? ამის შემდეგ სააკაშვილის კიდევ გჯერათ? ის ხომ აგონიაში მყოფი შეშინებული ვირთხაა, პოლიტიკურად გაკოტრებული ადამიანი, რომელსაც პოლიტიკური მომავალი არ გააჩნია“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner