logo_geo
eng_logo
საპატრიარქო: მეუფე სტეფანეს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ ინფორმაცია სიცრუეა
- +

16 იანვარი. 2022. 17:09

 

 

საპატრიარქო ჭყონდიდის მიტროპოლიტის მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს ის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანეს.

 

ამავე ცნობით, მეუფე სტეფანეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის თბილისის ერთ-ერთ მონასტერში რჩება.

 

„რამდენიმე საათის წინ ინტერნეტგვერდმა „მსოფლიო საეკლესიო სიახლენი“ ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებისა და მისი თითქოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობის შესახებ მორიგი სიცრუე გაავრცელა.

 

აღნიშნული გადაუმოწმებელი ინფორმაცია აიტაცა სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებამ და აქტიურად იწყო მისი გავრცელება.

 

სინამდვილეში, მიტროპოლიტი სტეფანე ამჟამად ექიმების ზედამხედველობით რეაბილიტაციის კურსს გადის და, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ამ პერიოდს იგი თბილისში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში გაატარებს.

 

მიტროპოლიტის დედაქალაქში დარჩენის მთავარი მიზეზი არის ის, რომ საჭიროების შემთხვევაში მეუფემ დაუყოვნებლივ და დაუბრკოლებლად შეძლოს შესაბამისი სამედიცინო კონსულტაციისა თუ დახმარების მიღება.

 

აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ დღეისათვის მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იგი იმყოფება თბილისში და რეაბილიტაციის დასრულებამდე, გარკვეული დროით, დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში დარჩება“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner