logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: სანდრო ბაზაძე პირველია საქართველოდან, ვინც ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი მოიგო, ვულოცავ სანდროს, ჩვენს მოფარიკავეთა ნაკრებს და მთელ საქართველოს
- +

17 იანვარი. 2022. 11:28

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სანდრო ბაზაძეს ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის მოგებას ულოცავს.

 

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ სანდრო ბაზაძემ ქართული სპორტის ისტორიული მომენტი შექმნა - იგი პირველია საქართველოდან, ვინც ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი მოიგო.

“სანდრო ბაზაძემ ქართული სპორტის ისტორიული მომენტი შექმნა - იგი პირველია ჩვენი ქვეყნიდან, ვინც ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი მოიგო.

ვულოცავ სანდროს, ჩვენს მოფარიკავეთა ნაკრებს და მთელ საქართველოს.

შემდგომი წარმატებები ჩვენს სპორტსმენებს!”-ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner