logo_geo
eng_logo
ზურაბ აზარაშვილი: ჩვენ ვართ სრულად პასუხისმგებლები იმაზე, რომ საქართველოში გაიყიდება მაღალი ხარისხის მედიკამენტები და ფასები იქნება კონკურენტული
- +

17 იანვარი. 2022. 12:55

 

„ჩვენ ვართ სრულად პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოში გაიყიდება მაღალი ხარისხის მედიკამენტები და ფასები იქნება კონკურენტული,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

„მოგახსენებთ პრემიერის დღევანდელ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც შეეხება წამლების აღიარების სიაში თურქეთის შეტანას. ჩვენი გათვლებით და მოლოდინებით, აღნიშნული ხელს შეუწყობს, თურქეთიდან მაღალხარისხიანი, კონკურენტული ფასებით წამლის და მედიკამენტების იმპორტს საქართველოში, რაც ჩვენს მოსახლეობას 200-მდე მედიკამენტზე გაუიაფებს ხარჯს. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ამ ქვეყნიდან და ყველა სხვა იმპორტირებული ქვეყნიდან წამლების ხარისხის და მასთან დაკავშირებული სერტიფიკატების თუ დოკუმენტაციის გადამოწმების და კონტროლის კუთხით. ჩვენ ვართ სრულად პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოში გაიყიდება მაღალი ხარისხის მედიკამენტები და ფასები იქნება კონკურენტული“, - განაცხადა აზარაშვილმა.

 

მთავრობის მეთაურის განცხადებით, დღეს თურქეთის ბაზარი გაიხსნა, საიდანაც მაღალი ხარისხის, GMP სტანდარტების შესაბამისი წამლები შემოვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner