logo_geo
eng_logo
ზურაბ აზარაშვილი: სოციალურ აგენტებს შეუძლიათ, კომპენსაციის ჩათვლით თითქმის, 2-ჯერ მეტი ხელფასი მიიღონ, ვიდრე ეს არის ფიქსირებული
- +

17 იანვარი. 2022. 13:20

 

 

„სოციალურ აგენტებს შეუძლიათ, კომპენსაციის ჩათვლით თითქმის, 2-ჯერ მეტი ხელფასი მიიღონ, ვიდრე ეს არის ფიქსირებული,“ - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, სოცმუშაკების არსებული დატვირთვიდან გამომდინარე, მათი ხელფასი ადეკვატურია.

 

„სოციალური აგენტების ხელფასის განხილვა რამდენიმე თვის განმავლობაში მიდიოდა და მათი ფუნქციებიდან, დატვირთულობიდან და სამუშაოდან გამომდინარე წინა კვირაში მივიღეთ გადაწყვეტილება. ზოგიერთ შემთხვევაში 60%-იანი მატებაცაა და ხელფასის გარდა, მათ შეუძლიათ გამომუშავებითაც მიიღონ ანაზღაურება და თითოეულ შევსებულ დეკლარაციაზე მათი შემოსავალი 6-დან 10 ლარამდე გავზარდეთ.

 

ამდენად, ჯამურად, კომპენსაციის ჩათვლით მათ შეუძლიათ თითქმის, 2-ჯერ მეტი ხელფასი მიიღონ, ვიდრე ეს არის ფიქსირებული. ვფიქრობთ, არსებული დატვირთვიდან გამომდინარე, მათი ხელფასი ადეკვატურია“, - განაცხადა მინისტრმა.

 

თებერვლიდან ქვეყნის მასშტაბით სოციალური აგენტებისა და სოციალური სააგენტოს თანამშრომლების ხელფასები გაიზრდება. უწყებაში განმარტავენ, რომ სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე იზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფრო სოციალური აგენტების ანაზღაურება 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი გახდება. ასევე, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტების 6-ის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner