logo_geo
eng_logo
ზურაბ აზარაშვილი ეპიდსიტუაციაზე: ვფიქრობ, ჯარის ჩართვის საჭიროება არ არის
- +

17 იანვარი. 2022. 13:50

 

 

„ყველა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევასა და ბინაზე მკურნალობას ადეკვატურად ვმართავთ და ამ მხრივ არანაირ პრობლემასა და გართულებას არ ველოდებით.,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის სამართავად ჯარის ჩართვის საჭიროება არ არის.

 

„კოვიდის ახალი შტამი „ომიკრონი“ გამოირჩევა საკმაოდ მსუბუქი მიმდინარეობით და ძალიან დადებითობით შეიძლება აღვნიშნოთ ის, რომ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები გვაქვს მნიშვნელოვნად შემცირებული და ის პრობლემები, რაც „ომიკრონთან“ და მის მართვასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, გადადის უკვე დისტანციურ მომსახურებაზე - ეს შეიძლება იყოს „ქოლ ცენტრი“, ცხელი ხაზი, ჩვენი ონლაინ კლინიკები თუ 112-ის მომსახურება, რომლებიც მნიშვნელოვანია ადეკვატური რაოდენობის კადრებით იყოს დაკომპლექტებული.

 

წინა კვირას ცხელ ხაზსა და ონლაინ კლინიკებს დავამატეთ საჭირო რაოდენობით ოპერატორები და კვალიფიციური ექიმები. ვფიქრობ, რომ არცერთი ზარი უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. ყველა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევასა და ბინაზე მკურნალობას ადეკვატურად ვმართავთ და ამ მხრივ არანაირ პრობლემასა და გართულებას არ ველოდებით. ვფიქრობ, ჯარის ჩართვის საჭიროება ამ კუთხით, რომ ეს პროცესები ვმართოთ, არ არის“, - განაცხადა აზარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner