logo_geo
eng_logo
Pfizer-ის ხელმძღვანელი: ყველა არავაქცინირებულს მინდა ვუთხრა, რომ კორონავირუსი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მათ სიცოცხლეს, არამედ იმ ადამიანებსაც, ვინც მათ უყვართ
- +

17 იანვარი. 2022. 16:57

 

 

„ყველა არავაქცინირებულს მინდა ვუთხრა, რომ კორონავირუსი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მათ სიცოცხლეს, არამედ იმ ადამიანებსაც, ვინც მათ უყვართ, „- განაცხადა ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ ფრანგულ გამოცემა Le Figaro-სთან ინტერვიუში.

 

„არავაქცინირებულთა უმრავლესობას, სინამდვილეში, ინექციის ეშინია. ანტივაქსერების მხოლოდ მცირე ნაწილი ავრცელებს ყალბ ინფორმაციას. ყველა არავაქცინირებულს მინდა ვუთხრა, რომ კორონავირუსი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მათ სიცოცხლეს, არამედ იმ ადამიანებსაც, ვინც მათ უყვართ. ვთხოვ, დაფიქრდნენ“, - აღნიშნა Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

 

კითხვაზე, თუ ვირუსი არ გაქრება, გახდება თუ არა საჭირო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის ხშირად მიღება, ალბერტ ბურლამ უპასუხა:

 

ვაქცინაციის რეჟიმი, რომელიც „ომიკრონამდე“ მოქმედებდა და სამი დოზისა და წლიური გამაძლიერებელი დოზისგან შედგებოდა, სწორი იყო. „ომიკრონმა“ ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ჯერ ადრეა იმის თქმა, საჭიროა თუ არა გამაძლიერებელი დოზის უფრო ხშირად მიღება ან „ომიკრონზე“ მორგებული ახალი ვაქცინა. ჩვენ რამდენიმე სცენარს ვსწავლობთ, მათ შორის ვაქცინას, რომელიც მიზნად ისახავს „ომიკრონ“ ვარიანტსა და სხვა ვარიანტებს. ჩვენი კვლევების საფუძველზე, გადაწყვეტილებას მარტისთვის მივიღებთ. დაუყოვნებლივ შევძლებთ წარმოების დაწყებას. არ ვფიქრობ, რომ მრავალჯერადი ვაქცინაცია იმუნურ დაცვას ამცირებს. ჩვენი ვალდებულებაა, მზად ვიყოთ ვაქცინებითა და სამკურნალო საშუალებებით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner