logo_geo
eng_logo
მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით აფრთხილებს
- +

17 იანვარი. 2022. 17:26

 

 

19-20 იანვარს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია ამინდის არახელსაყრელი პირობები: დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ძლიერი ქარი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

სინოპტიკოსების პროგნოზით მთაში და მაღალ მთაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

 

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. 18, 20 და 21 იანვარს კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის -5, -8 გრადუსამდე დაწევა, რამაც შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner