დღეს ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 104-ე შეხვედრა გაიმართება.
ნოემბრის შემდეგ მონაწილეები პირველად კოვიდრეგულაციების დაცვით შეიკრიბებიან და გამყოფ ხაზთან, წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ინცინდენტებს განიხილავენ. მოლაპარაკებების ფარგლებში ქართული მხარე საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავებების ფაქტებსა და უკანონო ბორდერიზაციის პროცესს კიდევ ერთხელ გააპროტესტებს.
ცხინვალის ციხეში ამ დრომდე 6 მოქალაქე რჩება. განსაკუთრებული ყურადღება ასევე დაეთმობა რთულ ჰუმანიტარულ და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ოკუპირებულ ახალგორში,ჩაკეტვის გამო მოქალაქეებს საჭირო სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება უკვე მე-3 წელია არ ეძლევა.