logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მიხეილ სააკაშვილი სასჯელს მოიხდის ისე, როგორც სხვა პატიმრები
- +

20 იანვარი. 2022. 12:46

 

 

„მიხეილ სააკაშვილი სასჯელს მოიხდის ისე, როგორც სხვა პატიმრები“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის ინიციატივაზე კომენტირებისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არის და კრიზისი მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობაშია“.

 

„პოლიტიკური კრიზისი გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობას“. ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს. მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდადებულია, მას აქვს მისჯილი კონკრეტულ დანაშაულებზე და მოიხდის სასჯელს ისე, როგორც ყველა პატიმარი“, - განაცხადა კალაძემ.

 

ახალქალაქისა და კუმორდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) განაცხადა, რომ სახელმწიფოს სთავაზობს გამოსავალს - სააკაშვილი შინაპატიმრობაში მის ეპარქიაში იყოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner