ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორის განცხადებით, ბოლო დღეებში მათ პაციენტები ძირითადად მაღალი ცხელებით მიმართავენ. თუმცა, კოვიდინფიცირებულებს ასევე აღენიშნებათ ღებინება და ზემო სასუნთქი გზების პრობლემები.
„გუშინ 58 პაციენტი შემოვიდა. ერთი დღის განმავლობაში საკმაოდ დიდი რიცხვია. მოგეხსენებათ, თუ მომართვიანობა ასეთი ტემპით გაგრძელდა, კლინიკას გაუჭირდება. 175 კოვიდსაწოლია ჩვენთან და 165 პაციენტი უკვე მკურნალობს. მათგან 21 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია და სამწუხაროდ, სამი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. იმყოფებიან აპარატულ მხარდაჭერაზე“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.