logo_geo
eng_logo
ჯანდაცვის მინისტრი: ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20%-დან 4.5 %-მდე შეგვიმცირდა
- +

26 იანვარი. 2022. 14:22

 

„ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20%-დან 4.5 %-მდე შეგვიმცირდა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„დღეისათვის მობილიზებული გვაქვს 8000-ზე მეტი საწოლი, აქედან, რაც შეიძლება დადებით ფაქტორად აღინიშნოს, არის ის, რომ ამ 8000-დან ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაკავებულია საშუალოდ 4300-დან -4500 საწოლამდე. აქ იგულისხმება ის, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში არ ხდება ჰოსპიტალიზაცია, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20%-დან შეგვიმცირდა დღეის მდგომარეობით 4.5 %-მდე. ის მოლოდინი, რაც იყო „ომიკრონთან“ დაკავშირებით რომ ჰოსპიტალიზაცია და მძიმე მიმდინარეობა არ იქნებოდა, ეს ნამდვილად ასეა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner