logo_geo
eng_logo
თბილისის სატრანსპორტო კომპანია: „მეტრომანი“ არ უქმდება, აღნიშნული ბარათი კვლავ რჩება მგზავრობის საფასურის ერთჯერადი გადახდის საშუალებად
- +

26 იანვარი. 2022. 16:16

 

„სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს აქამდე მოქმედი სამგზავრო ბარათები, „მეტრომანები“ უქმდება, რაც სიცრუეა“, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სამგზავრო ბარათები კვლავ რჩება მგზავრობის საფასურის ერთჯერადი გადახდის უნივერსალურ საშუალებად, სამგზავრო აბონემენტების პარალელურად.

 

„გარდა ამისა, სრულად ნარჩუნდება ბარათზე აქამდე არსებული ბალანსები და აღნიშნული თანხის გამოყენება მგზავრს შეუფერხებლად შეუძლია.

 

„მეტრომანით“ მგზავრობის საფასურის გადახდა აქამდე შესაძლებელი იყო მეტროთი, ავტობუსით და საბაგიროთი მგზავრობისას, ამჟამად კი, ასევე, შესაძლებელია ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობისას.

 

თბილისის მერიამ არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ აქამდე მოქმედი ბარათები რჩებოდა ძალაში. მომავალშიც, ნებისმიერი მსგავსი სიახლის შესახებ ინფორმაციას პირველ რიგში, მერია გაავრცელებს“, – აღნიშნულია სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner