logo_geo
eng_logo
ბაკურ ბაკურაძე: ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტური სტანდარტი რეიტინგებში აისახება - ჩვენ დღეს ვნახეთ მაგალითი თავშეკავების, კულტურის, წესიერების და ჟურნალისტური სტანდარტის
- +

16 მაისი. 2022. 21:52

 

 

“ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტური სტანდარტი რეიტინგებში აისახება. რაც შეეხება იმას, თუ როგორ გადაიცემოდეს საინფორმაციო რეპორტაჟი, ჩვენ დღეს ვნახეთ მაგალითი თავშეკავების, კულტურის, წესიერების და ჟურნალისტური სტანდარტის” - ამის შესახებ რეჟისორმა ბაკურ ბაკურაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც „ქრონიკის“ ჟურნალისტის ჩართვის დროს პირდაპირ ეთერში შეიჭრნენ, ის ჟურნალისტები და იმ ადამიანების ოჯახის წევრები არიან, რომლებიც ქუჩაში ხოცავდნენ ახალგაზრდებს.

 

„ის ჟურნალისტები არიან და იმ ადამიანების ოჯახის წევრები, რომლებიც ქუჩაში ხოცავდნენ ახალგაზრდებს. მერე მიჰქონდათ იარაღი, დებდნენ და აფორმებდნენ და ხატავდნენ, რომ ისინი იყვნენ ტერორისტები, დამნაშავეები. ეს ის ხალხია, რომელიც თხზავდა ლეგენდებს გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით და იმ ადამიანების ოჯახის წევრები, რომელთა ქმრებიც მუშაობდნენ და იკავებდნენ ძალიან მაღალ თანამდებობას შს სამინისტროში. ეს არის მათი ჟურნალისტური სტანდარტი. ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტური სტანდარტი აისახება რეიტინგებში, რაც შეეხება იმას, თუ როგორ გადაიცემოდეს საინფორმაციო რეპორტაჟი, ჩვენ დღეს ვნახეთ მაგალითი თავშეკავების, კულტურის, წესიერების და ჟურნალისტური სტანდარტის“, - განაცხადა ბაკურ ბაკურაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner