logo_geo
eng_logo
დუმის დეპუტატი: აფხაზეთში რუსული ენის დისკრიმინაციის საფრთხე არსებობს
- +

25 მაისი. 2022. 16:07

 

 

აფხაზეთის საარჩევნო კანონში მომზადებულმა ცვლილებებმა, რომლის მიხედვით დეპუტატებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ აფხაზური ენა, შეიძლება რუსული ენის დისკრიმინაცია გამოიწვიოს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკზა“ ავრცელებს. 

 

„ჩვენს შეშფოთებას იწვევს ინფორმაცია საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების შესახებ, რომლის მიზანი ფორმალურად აფხაზური ენის მხარდაჭერაა, ხოლო სინამდვილეში მას რუსული ენის დისკრიმინაცია შეიძლება მოჰყვეს“, - განაცხადა კალაშნიკოვმა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც სოხუმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ესწრებოდა.

 

„მსგავს ინიციატივებს ეთნიკური დაპირისპირების გამწვავება შეიძლება მოჰყვეს, რადგანაც რუსული ენის სტატუსს საფრთხეს უქმნის, რომელიც ეროვნებათშორისი ურთიერთობის ენაა“, - განაცხადა ლეონიდ კალაშნიკოვმა.

 

მან, ასევე, უკრაინის მაგალითი მოიყვანა, სადაც, კალაშნიკოვის თქმით, „პრობლემური საკითხების მიმართ ზედაპირულ მიდგომას შეიძლება აფეთქება მოჰყვეს“.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner