logo_geo
eng_logo
ტაბახმელაში რეკრეაციული სივრცე ეწყობა
- +

25 მაისი. 2022. 18:07

 

 

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ტაბახმელაში, თამარ მეფის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაიწო.

 

მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე ადგილზე გაეცნო.

 

„ჩვენს რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება, რაც მოქალაქეებს სიმწვანესა და ჯანსაღ გარემოში განტვირთვისა და დროის სასიამოვნო გატარების შესაძლებლობას მისცემს. მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი პროექტი არ განხორციელებულა და მიხარია, რომ  ახლა ყველა თაობის წარმომადგენელი შეძლებს ამ სივრცით სარგებლობას“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

 

სამუშაოების შედეგად, ტერიტორია ახლებურად დაგეგმარდება - მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო სივრცე, დასასვენებელი პავილიონები და სპორტული მოედანი. ასევე,  ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და  დაირგვება ხე-მცენარეები.  პროექტით გათვალისწინებულია სარწყავი სისტემის და გარე განათების ქსელის მოწყობაც.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. პროექტის ღირებულება 680 000 ლარს შეადგენს.

 

აღნიშნული პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით ხორციელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner