logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ჯუანშერ ბურჭულაძის მინისტრობის პერიოდში, თავდაცვის უწყება თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა
- +

25 მაისი. 2022. 19:43

 

 

„ბოლო წლებში თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე ათეული საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. თავდაცვის უწყებაში ახალი ეტაპი ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს დაიწყო, ახლა კი დაწყებულ საქმეს ჯუანშერ ბურჭულაძე აგრძელებს, რომლის მინისტრობის პერიოდში, თავდაცვის უწყება თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

როგორც ჩიხელიძე აცხადებს, ის რამდენიმე მიმდინარე პროექტზე ამახვილებს ყურადღებას, რომელთა განხორციელებაზე, მისივე თქმით, თაობები ოცნებობდნენ.

 

„მხოლოდ რამდენიმე მიმდინარე პროექტზე შევჩერდები, რომელთა განხორციელება თაობების ოცნება იყო. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საქართველოში „დელტას“ მიერ წარმოებული 6 ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ გადაეცა. საგულისხმოა, რომ „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა 2020 წელს, საქართველოს თავდაცვის ძალებს პირველად ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში გადაეცა.

 

საქართველოში დაიწყო ნატო-ს სტანდარტის ავტომატური შაშხანის GI-4 (5.56) წარმოება, რომელიც ქართულ-ებრაულ საწარმოში - „დელტა სიეიეიში“ მზადდება. წარმატებით დასრულდა სატესტო რეჟიმში შაშხანების წარმოება და მალე პროდუქციის მასიური წარმოება დაიწყება.

 

წლის ბოლომდე ერთობლივი საწარმოს ფარგლებში „დელტას“ ბაზაზე შეიქმნება ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები მალე დაიწყება სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი თანამედროვე ბაზის მშენებლობა მუხროვანში და კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აღმოსავლეთ საქართველოში.

 

ეს იმ პროექტების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ჯუანშერ ბურჭულაძის პირდაპირი ჩართულობით ხორციელდება და ქართული შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ემსახურება“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner