logo_geo
eng_logo
მაია სანდუ: დღეს ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს გულთბილად მივულოცე დამოუკიდებლობის დღე
- +

27 მაისი. 2022. 18:44

 

 

„საქართველოს გულთბილად მივულოცე დამოუკიდებლობის დღე“, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ სალომე ზურაბიშვილთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

 

მისი თქმით, სატელეფონო საუბრისას განიხილეს მოლდოვასა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები და ის, თუ როგორ შეიძლება თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება.

 

„დღეს ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. საქართველოს გულთბილად მივულოცე დამოუკიდებლობის დღე. ასევე, განვიხილეთ მოლდოვასა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები და ის, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება“, - წერს მაია სანდუ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner