logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ჩვენ, ჩვენმა პარტიამ და ჩვენმა მთავრობამ, ყველაფერი გააკეთა, რაც შესაძლებელი იყო, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან
- +

21 ივნისი. 2022. 12:42

 

 

„ჩვენი მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ჩვენ - ჩვენმა პარტიამ და ჩვენმა მთავრობამ - ყველაფერი გააკეთა, რაც შესაძლებელი იყო, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან: ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, ახლა კი ოფიციალურად წარვადგინეთ განაცხადი, რაც შეეხება NATO-ში გაწევრიანებას, ეს არის ჩვენი მიზანსწრაფვა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, 2017 წელს ასევე განხორციელდა საკონსტიტუციო ცვლილებები და  მასში განისაზღვრა საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი.

 

„2017 წელს საკონსტიტუციო ცვლილებები განვახორციელეთ და მასში განვსაზღვრეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი. ეს იყო ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, 2015 წელს, როდესაც NATO-სთან ერთობლივი წვრთნების ცენტრი გავხსენით. უწყების გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმყოფებოდა თბილისში. ამიტომ, ეს არის ჩვენი ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის მკაფიო დემონსტრირება. ეს არის ჩვენი მოტივაცია NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, სტრატეგიული მოთმინება და სტრატეგიული მზაობა გვაქვს. ვიცით, რომ მხოლოდ ჩვენს ნება-სურვილზე არ არის ყველაფერი დამოკიდებული. NATO-ში გაწევრიანებას ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფოს კონსენსუსი სჭირდება. NATO-ს წევრი სახელმწიფოები უნდა შეთანხმდნენ წევრობის მინიჭების თაობაზე. მოდით, აქაც ღიად ვთქვათ, არ ვართ მიამიტები. გვესმის, რომ საქართველოს პრობლემები აქვს. ტერიტორიული პრობლემები გვაქვს რუსეთთან. ჯერ ის უნდა გადავჭრათ და მერე გავხდეთ NATO-ს წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და NATO-ელი პარტნიორების აზრი“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner