logo_geo
eng_logo
„ლიბერთი“ გაერო-ს გლობალური შეთანხმების პრინციპების ხელმომწერი გახდა
- +

5 ივლისი. 2022. 13:23

„ლიბერთი“, გაერო-ს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის (Global Compact Network Georgia) წევრი გახდა და დღეიდან, თავის საქმიანობაში, გაერო-ს გლობალური შეთანხმების ათ პრინციპსა და გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებს გაითვალისწინებს.

 

„განათლების ხელშეწყობა, ინკლუზიური ბიზნეს გარემოს შექმნა საქართველოში და  ქალთა ეკონომიკური გაძლიერება „ახალი ლიბერთის“ კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიის მნიშვნელოვანი მიმართულებებია. მოხარულები ვართ, რომ ვუერთდებით გაერო-ს გლობალური შეთახმების საქართველოს ქსელს. აღნიშნული თანამშრომლობა, სრულ თანხვედრაშია „ლიბერთის“ მიზნებთან - იყოს პასუხისმგებლიანი ბიზნესი, საკუთარი წვლილი შეიტანოს გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში და ხელი შეუწყოს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას“, - განაცხადა „ლიბერთის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელმა თამარ ზაქარიაძემ. 

 

„მოხარული ვარ, რომ „ლიბერთი ბანკი“ შემოუერთდა ჩვენს პლატფორმას და  საერთაშორისო სტანდარტის, გაერო-ს გლობალური შეთანხმების 10 პრინციპის ხელმომწერი გახდა. ეს გააძლიერებს არა მხოლოდ „ლიბერთი ბანკში“ მდგრად მიდგომებს, არამედ იქნება მაგალითი და ხელს შეუწყობს პასუხისმგებლიანი ქცევის პოპულარიზაციას კომპანიის პარტნიორებსა და კონტრაქტორებშიც“, - აცხადებს გაერო-ს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი სალომე ზურაბიშვილი.

 

გაერო-ს გლობალური შეთანხმება არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, რომელიც აერთიანებს 20 000-ზე მეტ მონაწილეს 161 ქვეყნიდან. ორგანიზაციის ხედვა არის, ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნა. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი 2016 წელს დაარსდა და 140-მდე წევრს აერთიანებს. ქსელის მისიაა საქართველოში გაერო-ს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპის შესრულების მხარდაჭერა და გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში წვლილის შეტანა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner