logo_geo
eng_logo
თბილისის მთავრობის სხდომაზე გუდაურში ტრაგიკულად დაღუპულებისა და მამუკა ონაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
- +

2 აგვისტო. 2022. 10:28

 

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ  მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გუდაურში ავიაკატასტროფის შედეგად რვა ადამიანის გარდაცვალების გამო, მწუხარება გამოთქვა.

 

„მინდა, გამოვეხმაურო იმ დიდ ტრაგედიას, რომელიც გასულ კვირას მოხდა. ამ ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. მუდამ ადამიანების სიცოცხლისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე მყოფი გმირი მაშველები, ექიმები, სასაზღვრო პოლიციის მფრინავები ტრაგიკულად დაიღუპნენ სამაშველო ღონისძიების დროს. რა თქმა უნდა, რთულია ამ ტკივილის და დანაკლისის სიტყვებით გადმოცემა. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, ახლობლებს. ასევე, ავტოკატასტროფაში დაიღუპა ყველასთვის საყვარელი მომღერალი მამუკა ონაშვილი - ჩვენი მეგობარი. ესეც ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ქალაქისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრებმა გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner