logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია ამირან გამყრელიძის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს
- +

6 აგვისტო. 2022. 00:40

 

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ახალი მენეჯერის არჩევამდე, მოვალეობას დროებით შეასრულებს.

 

„რამდენადაც ვიცი, ბატონი ამირანის გადაწყვეტილება იყო და მინისტრთან შეთანხმდნენ ამაზე. ვიდრე სხვა მენეჯერის შერჩევა მოხდება, მანამდე მოვალეობას შევასრულებ. მხოლოდ ის ინფორმაცია მაქვს, რაც მინისტრმა ისაუბრა. დამატებითი დეტალი დღეს ნამდვილად არ მაქვს. არ არსებობს არანაირი დაპირისპირება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ „ტვ პირველთან“ საუბარში. 

 

შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირადი განცხადების საფუძველზე ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს.

 

გამყრელიძე აცხადებს, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს.

 

„მომავალ კვირას გავაკეთებ განცხადებას, სადაც დეტალურად ვისაუბრებ თანამდებობიდან წასვლის შესახებ“, - გვითხრა გამყრელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner