logo_geo
eng_logo
ქართველი სტუდენტები ჩრდილოეთ მაკედონიაში სკოპიეს ამერიკულ უნივერსიტეტში უფასოდ ისწავლიან
- +

6 აგვისტო. 2022. 01:30

 

 

ჩრდილოეთ მაკედონიაში გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტისას, ორი ქვეყნის პრეზიდენტების მხარდაჭერით, სკოპიეში საქართველოს საპატიო კონსულის, პროფესორ მარკო ანდონოვის ინიციატივით, მიღებულია გადაწყვეტილება, ქართველი სტუდენტებისათვის ,,საპრეზიდენტო სტიპენდიის“ დაწესების შესახებ.

 

სკოპიეს ამერიკულ უნივერსიტეტში - University American College Skopje ქართველი სტუდენტების განაცხადების მიღება მოხდება ორ სამაგისტრო პროგრამაზე - საერთაშორისო ურთიერთობები და ბიზნესის ადმინისტრირება. სტიპენდია მოიცავს სწავლის საფასურის სრულად დაფარვას და საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

 

დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამის გამოცხადების შესახებ

უნივერსიტეტის ვებგვერდი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner