logo_geo
eng_logo
პაროლები, რომლებიც არასდროს უნდა გამოიყენოთ - რას გვირჩევენ კიბერუსაფრთხოების ექსპერტები
- +

11 აგვისტო. 2022. 01:56

 

 

კიბერუსაფრთხოების ექსპერტები გვიზიარებენ იმ პაროლების სიას, რომლებიც ანგარიშის შექმნისას არ უნდა გამოვიყენოთ, თუ გვინდა რომ ჰაკერული შეტევის სამიზნე არ გავხდეთ. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror ავრცელებს.

 

მათი თქმით, უნდა მოვერიდოთ პაროლებად საყვარელი ცხოველების, მშობლებისა და შვილების სახელების გამოყენებას.

 

ახალი კვლევის მიხედვით მომხმარებელთა 47% პაროლად სწორედ შინაური ცხოველის სახელს ირჩევს, 26% შვილისას, 15% კი მშობლებისას.

 

„მსგავსი სახის პაროლების დაყენებისას მზად უნდა იყოთ, რომ თქვენს ანგარიშს ჰაკერები ძალიან მარტივად გატეხენ", - ამბობენ ექსპერტები.

 

კიბერუსაფრთხოების ექსპერტები გვირჩევენ, რომ პაროლის დაყენებისას გამოვიყენოთ ციფრები, სიმბოლოები და რაც შეიძლება გრძელი სიტყვები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner