logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ვუსამძიმრებ ჩვენს სომეხ მეგობრებს, ჩვენი ფიქრები და ლოცვები მიმართულია ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებისა და ახლობლებისადმი
- +

16 აგვისტო. 2022. 11:28

დამწუხრებული ვარ სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში პიროტექნიკის საწყობის აფეთქების გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. მთავრობის მეთაური სომეხ ხალხსა და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

დამწუხრებული ვარ სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში პიროტექნიკის საწყობის აფეთქების და დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ამბის გამო. ვუსამძიმრებ ჩვენს სომეხ მეგობრებს ამ გლოვის ჟამს. ჩვენი ფიქრები და ლოცვები მიმართულია ამ ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებისა და ახლობლებისადმი“, - წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

სომხეთის დედაქალაქში მდებარე სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ აფეთქება 14 აგვისტოს პიროტექნიკის საწყობში მოხდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner