logo_geo
eng_logo
გიორგი ალიბეგაშვილმა და დავით ჩერქეზიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი
- +

10 მარტი. 2016. 14:16

 

 

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისტორიულ შენობაში დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.


დოკუმენტი თბილისის მუნიციპალიტეტში სტუდენტთა სტაჟირებას, პრაქტიკასა და საჯარო მოხელეთათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ამაღლებას ისახავს მიზნად.


 მემორანდუმს დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა მოაწერეს ხელი.


გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტი  ახალგაზრდა თაობასა და ქალაქის თვითმმართველობას შორის  ურთიერთობის მაქსიმალური გაღრმავებისკენაა ორიენტირებული.


,,ჩვენ ახალგაზრდებს სხვადახვა დარგის კომისიებში პრაქტიკის გავლისა და ასევე საკრებულოს სხდომებზე დასწრების საშუალებას მივცემთ", - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

დავით ჩერქეზიშვილმა  მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა  და  საკრებულოსთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის იმედი გამოთქვა.


ღონისძიებას საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ქეთევან ჯოხაძე, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.




 

right_banner
არქივი
right_banner