logo_geo
eng_logo
ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიას რუსეთი მიაწვდის
- +

17 თებერვალი. 2016. 13:47


 „სპუტნიკ-აბხაზიას" კომპანია „ჩერნომორენერგოს" პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები 16 თებერვლიდან მოიხსნა.


გავრცელებული ცნობით, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას ელექტროენერგიით რუსეთის ფედერაცია უზრუნველყოფს მანამ, ვიდრე წყალუხვობა არ დაიწყება.



ეს შესაძლებლობას გვაძლევს, თავიდან ავიცილოთ ელექტროენერგიის მიწოდების სრული შეჩერება მარტში", - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.



ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის შეზღუდვით მიწოდების საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც „ენგურჰესის" წყალსაცავში წყლის დონემ მნიშვნელოვნად დაიკლო. აღნიშნულის გამო ჰიდროელექტროსადგურზე 25 იანვრიდან 15 აპრილამდე დროებითი გათიშვის სისტემა ამუშავდა.



სპეციალისტები აცხადებენ, რომ ბოლო ერთი წელია, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, რის გამოც დროებითი გათიშვის სისტემის ჩართვა შედეგს არ გამოიღებს.



„ენგურჰესი" ექსპლუატაციაში 1978 წელს შევიდა. ჰიდროაგრეგატები აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, კაშხალი და წყალსაცავი კი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.


 

right_banner
არქივი
right_banner