ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს.
სამხატვრო საბჭომ კანდიდატების განაცხადები და პროგრამები განიხილა. ჩატარებული კენჭისყრით კი, ხმათა დიდი უმრავლესობით, ენდი ძიძავამ გაიმარჯვა.
კონკურსში სამი კანდიდატი მონაწილეობდა: ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ამჟამინდელი დირექტორი თორნიკე მარჯანიშვილი, მესხიშვილის თეატრის მსახიობი გიორგი შალამბერიძე და ამავე თეატრის მსახიობი ენდი ძიძავა.
გიორგი სიხარულიძემ, რომელიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, კონკურსში კანდიდატურა რამდენიმე დღის წინ მოხსნა.
თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ახლა კულტურის მინისტრმა უნდა დაამტკიცოს, რისთვისაც პროცედურებია საჭირო, პასუხი კი სექტემბრის პირველი ნახევრისთვის იქნება.