logo_geo
eng_logo
ჯანსუღ ჩარკვიანი ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოშია გადაყვანილი
- +

12 აგვისტო. 2017. 14:04



პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი ე.წ. არამიანცის საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც „ინტერპრესნიუსს" პოეტის შვილმა თაკო ჩარკვიანმა განუცხადა, ჯანსუღ ჩარკვიანს ინსულტი აქვს და მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

 

„ძალიან მძიმედაა, უკიდურესად მძიმედ, ინსულტი აქვს. 9 დღის წინ საავადმყოფოში მოვათავსეთ. გუშინ მდგომარეობა ძალიან დამძიმდა და ცნობიერებაც დაკარგა. ფილტვის პნევმონიაც აქვს. ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი მდგომარეობიდან გამოსაყვანად. მთელი საქართველო გვირეკავს, სიყვარულიც ეს ყოფილა, გაოცებულები ვართ", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.


მისი თქმით, ჯანსუღ ჩარკვიანის ჯანმრთელობის გაუარესება ნერვულ სტრესს უკავშირდება.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner