logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მზად ვართ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე აღვნიშნოთ
- +

26 მაისი. 2018. 02:01

 

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებების სამზადისი დაათვალიერა.

 

„ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. მინდა გითხრათ, რომ ყველანაირად მზად ვართ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე აღვნიშნოთ.

 

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ბოდიში მოვუხადო მძღოლებს, მოქალაქეებს, რომ დღის განმავლობაში ცოტა გართულებული იყო გადაადგილება, რადგან რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო, რათა ხვალ აქ მოსულ ადამიანებს დავახვედროთ სასიამოვნო გარემო.

 

მგონია, რომ ნამდვილად სასიამოვნო დღე იქნება ხვალ თითოეული ჩვენგანისთვის. მინდა, მივმართო დედაქალაქის მოსახლეობას და არა მხოლოდ დედაქალაქის მოსახლეობას, ყველას, ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდით თქვენი შვილებით, შვილიშვილებით და ერთად ვიზეიმოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი და მივულოცოთ ერთმანეთს.

 

ასევე, მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლისთავი ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც წლების განმავლობაში გასულები არიან ქვეყნიდან და ძალიან ბევრს აკეთებენ, შრომობენ იმისთვის, რომ თავიანთი ოჯახები ნორმალურად ცხოვრობდნენ საქართველოში. ძალიან დიდი სიყვარულით მინდა მათ მივულოცო და მივესალმო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner