logo_geo
eng_logo
საქართველოს მასშტაბით, ერთდროულად ექვს ადგილას ახალწვეულებმა ფიცი დადეს
- +

26 მაისი. 2018. 12:50

 

საქართველოს მასშტაბით, ერთდროულად 6 ადგილას - თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში-ქოროღლის ციხესთან, ბათუმსა და გელათში ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.

 

ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცი საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის 366 რეკრუტმა და 123 ახალწვეულმა დადო.

 

თავისუფლების მოედანზე, ფიცის დადების ცერემონიაზე, ერთი საჯარისო ნაწილი წარმოდგენილი იყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის რიგითი ჯარისკაცების ფორმებითა და აღჭურვილობით, რომელიც მკვლევარების დახმარებით აღდგა.

 

თბილისში, ფიცის დადების ცერემონია ლიეტუვიდან მოწვეულმა ორკესტრმა გააფორმა. საქართველოს ჰიმნი საოპერო მომღერალმა ნინო მაჩაიძემ ოპერის გუნდთან ერთად შეასრულა. ახალი ინტერპრეტაციით გაცოცხლდა ასევე პირველი რესპუბლიკის ჰიმნი „დიდება“. ცერემონიას გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები ესწრებიან.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner