logo_geo
eng_logo
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
- +

6 ნოემბერი. 2019. 16:33

 

25 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ყაზბეგი” და ,,ქუთაისის აეროპორტი“, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი  „ფენაზეპამი“ (500 აბი) და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი (58 აბი), 71 გრამი კოკაინი, 113 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინი და 67.7 გრამი მარიხუანა  გამოავლინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

 

 

right_banner
არქივი
right_banner