logo_geo
eng_logo
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 28 წლის ზაქარია ბუთხუზი დააკავეს
- +

7 ნოემბერი. 2019. 01:45

 

 


გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშის განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქვეშში მცხოვრები 28 წლის ზაქარია ბუთხუზი დააკავეს.

 

ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” ქვეშის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულმა, ტარიელ ვათიაშვილმა დაუდასტურა .

მისი თქმით, შესაბამისი უწყებები უკვე საქმის კურსში არიან და მიმდინარეობს მოლაპარაკებები დაკავებულის გასათავისუფლებლად.

 

მათი ბაღი ე.სასაზღვრო ზოლთან ახლოსაა. სავარაუდოდ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, სწორედ მაგ ტერიტორიიდან დააკავეს. მხოლოდ ის ინფორმაცია გვაქვს, რომ 28 წლის კაცი საოკუპაციო ხაზთან დააკავეს. თვითმხილველი არ არის და შესაბამისად, დეტალებზე დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. უკვე საქმის კურსშია ყველა შესაბამისი უწყება და მიმდინარეობს მოლაპარაკებები დაკავებულის გასათავისუფლებლად. იმედი გვაქვს, რომ მისი გათავისუფლება მალე მოხდება”,- განაცხადა ტარიელ ვათიაშვილმა.

 

ზაქარია ბუთხუზი 4 წლის წინაც იყო დაკავებული და დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა მაშინ ე.წ. საზღვის უკანონოდ გადაკვეთაში დასდეს ბრალი.

 

 

right_banner
არქივი
right_banner