logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურმა სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი დააკავა
- +

7 ნოემბერი. 2019. 11:24

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინირებით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მოტყუებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ნდობაში შევიდა ერთ-ერთ მოქალაქესთან და დაარწმუნა იგი, რომ 1 500 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, შეეძლო დახმარებოდა მას პენიტენციურ სამსახურში დასაქმებაში.

 

ბრალდებული დააკავეს მოთხოვნილი თანხის - 1 500 აშშ დოლარის აღების ფაქტზე.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner