logo_geo
eng_logo
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე და მასთან ერთად დაკავებული მერიის თანამშრომელი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს
- +

9 ნოემბერი. 2019. 01:05

 

 

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია და ფოთის მერიის თანამშრომელი ნიკა გრიგოლია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ფოთის ოფისიდან პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

 

,,ყველაფერი კარგად იქნება”, - განაცხადა ირაკლი კაკულიამ. სხვა კომენტარი მას ჟურნალისტებთან არ გაუკეთებია.

 

შეგახსენებთ, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და მასთან ერთად დაკავებულ 3 პირს ბრალად სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლება, დიდი ოდენობით ქრთამის აღება და ყალბი დოკუმენტის დამზადება ედებათ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner
არქივი
right_banner