logo_geo
eng_logo
პროკურორი: არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ბრალდებულ ზაზა მურჯიკნელის მიერ ქმედების ჩადენა
- +

26 იანვარი. 2020. 15:00

 

„ფოტოსურათები, ამოცნობის ოქმები და ფარული საგამოძიებო მოქმედებებია ის მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დასტურდება ბრალდებულის მიერ ქმედების ჩადენა“, - ამის შესახებ თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, ბრალდებული დოდო გუგეშაშვილის გარდა, კიდევ ორმა პირმა ამოიცნო.

 

„მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, როგორიცაა თავად ქალბატონ დოდო გუგეშაშვილის ამოცნობის ოქმი ფოტოსურათით, ასევე, ორი თვითმხილველი მოწმის ამოცნობის ოქმი, რომლებიც უთითებენ, რომ წარმოდგენილმა ბრალდებულმა ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება. რაც შეეხება სხვადასხვა ვერსიებს, ასევე ზუსტ მოტივს, ამაზე მუშაობს გამოძიება და ჩემს მიერ საჯაროდ ამის გაცხადება დააზიანებს გამოძიების ინტერესს. ფოტოსურათები, ამოცნობის ოქმები, ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რომლითაც უტყუარად დასტურდება ბრალდებულის მიერ ქმედების ჩადენა. მოცემულ შემთხვევაში, მას ბრალი ედება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში ორი პირის მიმართ. ასევე, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა დანაშაულის დაფარვის ან მისი გაადვილების მიზნით“, - განაცხადა პროკურორმა.

 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ ზაზა მურჯიკნელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner