logo_geo
eng_logo
კარანტინის დარღვევისთვის 3000 -დან 15 000 ლარამდე ჯარიმა დაწესდება
- +

17 მარტი. 2020. 21:13

 

 

კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დადგენილი კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დამრღვევთა წინააღმდეგ პარლამენტში კანონპროექტი შევა, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებას გულისხმობს. კერძოდ,  კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირები 3000 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

კანონპროექტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა.

 

ცვლილებების პროექტს პარლამენტი, სავარაუდოდ, თვის ბოლოს დაამტკიცებს.

 

პროექტის თანახმად, ცვლილება შევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სადაც დაემატება შემდეგი შინაარსის 177​15 მუხლი: კარანტინის წესის დარღვევა კარანტინის წესის დარღვევა – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით; იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში კი შევა შემდეგი შინაარსის ცვლილება:

 

„მუხლი 1321. კარანტინის წესის დარღვევა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17715 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, – ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე”.

 

პროექტი დაჩქარებული წესით განიხილება.

 

 

right_banner
არქივი
right_banner