logo_geo
eng_logo
ქუთაისში ოჯახის წევრისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
- +

26 მარტი. 2020. 21:54

 

 

პოლიციამ ქუთაისში ოჯახის წევრისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

 

 

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის სამმართველოს თანამშრომლებმა, იმერეთის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოსა და იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ზ.ჭ. ქუთაისში დააკავეს.

 

 

დაკავებულს ოჯახის წევრისთვის – დისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედება ბრალად. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, საკუთარ ბინაში, 4 დღის განმავლობაში უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება ამავე ბინაში მცხოვრებ დას – 1980 წელს დაბადებულ შ.ჭ.-ს და სახლიდან გასვლის ნებას არ აძლევდა.

 

 

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული დანაშაულის ადგილზე, მისივე საცხოვრებელ სახლში დააკავეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

შსს-ს ცნობით, გამოძიება ოჯახის წევრისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 143-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

right_banner
არქივი
right_banner