logo_geo
eng_logo
ქუთაისში შემავალ გზებს დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადა მკაცრად აკონტროლებს
- +

31 მარტი. 2020. 19:20

 

 

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს შვიდ ქალაქში შემავალ გზებს დღეს დილიდან თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად აკონტროლებენ.

 

 

თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ, ქალაქ ქუთაისში შემავალ გზებზე 9 გამშვები პუნქტი მოაწყო.

 

 

საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების მიხედვით ახორციელებენ მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლს. ადგილზე გაშლილია საველე კარვები, სადაც თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებასა და პირველად თერმოსკრინინგს აწარმოებს. საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან სამხედროები სპეციალური ტექნიკით უზრუნველყოფენ ტერიტორიაზე შემავალი და გამომავალი ავტოტრანსპორტის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას.

 

 

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით გამოცხადდა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner