logo_geo
eng_logo
ქუთაისში პოლიციამ გოგი წულაია დააკავა
- +

1 აპრილი. 2020. 19:38

 

 

დღეს, ქუთაისის ცენტრში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პატრულმა „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე, გოგი წულაია დააკავა.

 

 

როგორც ცნობილია, იგი ადმინისტრაციული წესით, კერძოდ, 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელისათვის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლის დარღვევა ჯარიმას, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას გულისხმობს.

 

 

ქუთაისის მერიის წინ ბრიფინგის დროს, პატრულმა გოგი წულაიას პირადობის მოწმობა მოთხოვა, რომელიც პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარეს მანქანაში ჰქონდა.

 

 

საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა წულაიას განუმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს მას პროტესტის უფლება არ ჰქონდა. მცირედი შელაპარაკების შემდეგ, გამონათქვამისთვის „დედას გიტირებთ“, ოპოზიციონერს ხელბორკილები დაადეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

 

 

გოგი წულაია სავალუტო პუნქტების დახურვის გადაწყვეტილებაში კორუფციის ნიშნებს ხედავს და გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელი ბრიფინგიც სწორედ აღნიშნულ თემას ეძღვნებოდა. გოგი წულაია მთავრობისგან სავალუტო პუნქტების გახსნას მოითხოვდა.

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner