logo_geo
eng_logo
პოლიციამ ყოფილი მეუღლის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავა
- +

5 სექტემბერი. 2020. 10:20

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ამჟამად ძარცვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი - 1991 წელს დაბადებული ჯ.ქ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, ბათუმში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

 

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, ქალაქ ბათუმში, ყოფილ მეუღლეს -1991 წელს დაბადებულ ლ.დ.-ს. არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

right_banner
არქივი
right_banner