logo_geo
eng_logo
კახეთის პოლიციამ გარყვნილი ქმედების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა, მასზე ძალადობის ბრალდებით კი 1 პირია დაკავებული
- +

18 სექტემბერი. 2020. 11:56

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გარყვნილი ქმედების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს, ხოლო მასზე ძალადობის და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით დაკავებულია 1 პირი - 1989 წელს დაბადებულ ბ.ქ.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულმა არასრულწლოვანმა სხვა არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, რის შემდეგაც მას ბ.ქ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ ყურის არეში დაზიანებები მიაყენა.

 

პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 126-ე და 117-ე მუხლებით აწარმოებს.

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner