logo_geo
eng_logo
საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების მალულად გადმოტანის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს
- +

23 სექტემბერი. 2020. 10:19

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს.

 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, რა დროსაც მოხდა მისი მხილება.

 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 299 გრამი ოქროს ნაკეთობები, რომლის საერთო  საბაჟო ღირებულება  35 000 ლარს აღემატება.

 

 გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner