logo_geo
eng_logo
ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განზრახ მკვლელობის ორ ეპიზოდში და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

25 სექტემბერი. 2020. 17:43

 

 

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ორ ეპიზოდში და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ი.ა. დამნაშავედ ცნო. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 01 თებერვალს, ი.ა.-მ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში დანით ს.ყ.-ს განზრახ მკვლელობა ჩაიდინა. მანვე, იმავე დღეს, განზრახ მოკვლის მიზნით დ.კ.-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დ.კ. მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დაწყებამდე ი.ა. თავს დაესხა დეტექტივ-გამომძიებელ ვ.ჭ.-ს და სხეულის დაზიანება მიაყენა. სამართალდამცველებმა ი.ა. 2020 წლის 01 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის (განზრახ მკვლელობა, (ორი ეპიზოდი)) და 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ი.ა. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

 

 

 

 

right_banner
არქივი
right_banner