logo_geo
eng_logo
ახვლედიანის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
- +

29 სექტემბერი. 2020. 20:04

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, გიორგი ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.

 

შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მათი გადმოცემით, ხანძარი რესტორნის სამზარეულოში გაჩნდა, შემდეგ კი შენობის მეორე სართულზე, საცხოვრებელ სახლში გავრცელდა.

 

იყო ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ მისი სრული ლიკვიდირება.

 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ადგილზე 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.

 

 

right_banner
არქივი
right_banner