logo_geo
eng_logo
კახეთის პოლიციამ მიმალვაში მყოფი მსჯავრდებული დააკავა
- +

2 ოქტომბერი. 2020. 11:16

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მიმალვაში მყოფი მსჯავრდებული ა.ა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მსჯავრდებული სოფელ უზუნთალის მიმდებარედ არსებულ ტყეში მიიმალა.

 

2019 წლის 5 ივლისს, 58 წლის ა.ა. პოლიციამ არასრულწლოვანთან სექსუალური ხასიათის ქმედების განხორციელების ბრალდებით დააკავა.

 

მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და ა.ა. დამნაშავედ ცნო 138-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ჩადენილი დანაშაულისთვის სააპელაციო სასამართლომ ა.ა.-ს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

 

 

right_banner
არქივი
right_banner